კადრები თბილისის ახალი ზოოპარკიდან, სადაც ცხოველების შესახლება უკვე დაიწყო

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაცარიელებულ ზოოპარკს ახალ მისამართზე უკვე ახალი ბინადრებიც ემატებიან.

თბილისის ზღვასთან, 48 ჰექტარ მიწის ფართობზე ცხოველებს მეტი სივრცე ექნებათ, აქვე იფუნქციონირებეს საცხენოსო კლუბიც.

უკვე აშენებულია რამდენიმე ვოლიერი, სადაც ახალი ბინადრები უკვე დასახლდნენ.

მაგალითისთვის, ხარირემი, რომელიც უკვე გადაიყვანეს ახალ ზოოპარკში, 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ვოლიერში ცხოვრობს.

დიდი ფართობი ცხოველების ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიმახლოებული გარემოს შეთავაზებას ემსახურება.

Comments

comments